ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კირბალთან დაკავებული მოზარდის გასათავისუფლებლად ყველაფერი კეთდება”, – ირაკლი სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან დაკავებული 17 წლის მოზარდის, ალიკა შიუკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერი კეთდება.

ირაკლი სესიაშვილსი თქმით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორთა ინფორმირება მოხდეს და დაკავებული მოზარდი რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს.

მისივე განცხადებით, რუსეთმა უკვე იცის, რომ საქართველო ოკუპაციისა და გამოწვევების წინაშე მარტო არ არის და მას ამ საკითხში მხარს უჭერს მთელი საერთაშორისო საზოგადოება.

„რუსეთი აგრძელებს გატაცებას, აგრძელებს მავთულხლართების გაბმას, აგრძელებს ადამიანის უფლებების შელახვას, რაც არის რუსეთის მხრიდან პროვოკაცია. იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდა მალე გათავისუფლდება“, – განმარტავს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, 17 წლის ალიკა შიუკაშვილი თანასოფლელებთან ერთად სოფლის სიახლოვეს მდებარე ტყიან ფართობში იმყოფებოდა შეშის შესაგროვებლად, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანი პირები გამოჩნდნენ და მოზარდი დააკავეს.

იტვირთბა....