ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, ირანში მოგზაურობისგან თავი შეიკავოს. ამის შესახებ განცხადებას საგარეო უწყება ავრცელებს.

„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, გთხოვთ თავი შეიკავოთ ირანში მოგზაურობისაგან. ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ თეირანში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე:

+989352110274;

+989122997726;

+989108201041“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....