ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მათს კლინიკაში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. მისივე თქმით, 8 და 9 წლის ბავშვები დღესვე დატოვებენ კლინიკას.
„ლუგარის ლაბორატორიაში დამთავრდა ტესტირება ახალ კორონავირუსზე. პასუხი უარყოფითია, ანუ გამოირიცხა ახალი კორონავირუსით ინფიცირება.
პაციენტების მდგომარეობა დღეს, დღის განმავლობაში დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურა და ჩივილები აღარ აქვთ. ლაბორატორიულადაც მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლენილა. აქედან გამომდინარე, პაციენტების ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით, ორი მოზარდი, 8 და 9 წლის პაციენტები დღესვე დატოვებენ კლინიკას“, – აცხადებს მარინა ეზუგბაია.
შეგახსენებთ, ირანის მოქალაქე სამი პაციენტი – დედა და ორი შვილი – თბილისის ინფექციურ საავამდყოფოში გუშინ შეიყვანეს.