ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ში კორონავირუსის შესაძლო გავრცელებისთვის ემზადებიან

აშშ-ის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ემზადებიან ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელებისთვის, რასაც სკოლებისა და ბიზნეს-დაწესებულებების დახურვა მოჰყვება.

“როიტერსის” ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენელმა, ნენსი მესონიემ განაცხადა. მისი თქმით, თუ უახლოეს კვირებში ამერიკულ დასახლებებში ვირუსი გავრცელებას დაიწყებს, ჯანდაცვის უწყება მზად იქნება, სკოლებისა და ბიზნეს-დაწესებულებების დახურვის განკარგულება გასცეს, როგორც ეს აზიურ ქვეყნებში მოხდა.

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ამჟამად მიმართავს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ აშშ-ში სამედიცინო დაწესებულებებს საჭირო აღჭურვილობა და სამედიცინო პროდუქტები ჰქონდეთ.

ამჟამად აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი 34-ს შეადგენს. მათგან 21 ადამიანი უხანიდან და იაპონიასთან მდგარ საკრუიზო ხომალდიდან ევაკუირებული ამერიკელია.

იტვირთბა....