ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს. გადაწყვეტილება საკონკურსო კომისიამ, დახურულ კონკურსზე მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ „ბათუმელები“ ავრცელებს.

ხუზმიაშვილის აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტში მისვლა გიორგი კოხრეიძის არჩევის დროსაც ვრცელდებოდა.

კომისიამ, რომელმაც ტელევიზიის დირექტორის მოადგილე შეარჩია, გასაუბრება დახურა. მიზეზებზე საუბარი კომისიის წევრმა, ნინო უტიაშვილმა არ ისურვა.

რაც შეეხება ვახო ხუზმიაშვილს აქამდე „იბერიის“, „იმედის“, „მეცხრე არხის“ პროდიუსერად მუშაობდა. კონკურსში კიდევ ორი კანდიდატი მონაწილეობდა: აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები – ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე.

იტვირთბა....