„ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური ნიშნით დევნის მსხვერპლი არ ყოფილა, მას ჰქონდა ჩადენილი კონკრეტული დანაშაული. ვანო მერაბიშვილს რომ დაინახავს თუნდაც ჩემი ამომრჩეველი ბორჯომში, ვისაც ახსოვს, რა პოლიტიკური ტერორი ხორციელდებოდა მის დროს ის მერაბიშვილსა და „ოცნებას“ შორის მაინც „ოცნებას“ მისცემს ხმას“
გედევან ფოფხაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი
შეგახსენებთ, შს ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე გუშინ დატოვა.