ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი “ტვ პირველის” ეთერში ეხმაურება და აცხადებს, რომ მერაბიშვილმა ბევრი ისეთი საიდუმლო იცის, რომლის გაჟღერების შემთხვევაშიც შეუძლია შეასრულოს ისტორიული როლი.
“მე არ ვურჩევდი ვანო მერაბიშვილს ძალიან აქტიურ პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყებას, გარკვეული წარსულის სიმძიმეების გამო და მე მას ვურჩევდი, ის საიდუმლო რაც მან იცის, რადგან ვანო იყო მეკავშირე წინა ხელისუფლებასა და ივანიშვილს შორის , ჭორვილაში წინ უკან წამოსვლაში და მთელი ეს საიდუმლოებები ვანოს თავშია თავმოყრილი, შესანიშნავი მეხსიერება აქვს. მან იცის ყველაზე მეტი, მას შეუძლია შეასრულოს ისტორიული როლი ამ საშინელი დიქტატურის მხილებაში. მათ შორის საერთაშორისო არენაზე, რომ თქვას იმის 10% საიდუმლო რაც იცის, გადარიცხვები, მილიონები, შავი ფულის გარეცხვა, ივანიშვილის ფარული საბანკო ანგარიშები ობშერულ და არა ობშერულ ზონებში, ეს ყველაფერი ვანომ იცის….” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს, ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა და მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა.