“ის, რომ დღეს კიდევ ბედავს ეს კრიმინალი და ერთ-ერთი სახე ამ გარყვნილი, ბინძური სისტემის, რომელიც მათ შექმნეს და წლების განმავლობაში, ისინი მართავდნენ ამ დანაშაულებრივი რეჟიმით, დღეს რომ ბედავს ასეთი განცხადების გაკეთებას, ღიმილისმომგვრელია. ის თავად არის დამხობილი”
ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრი
აღნიშნული განცხადება ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.
შეგახსენებთ, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დილით დატოვა. ის 2013 წლის მაისში დააკავეს. მერაბიშვილი სასჯელს რამდენიმე საქმეზე, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზე იხდიდა.
ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა.