დედაქალაქის მერი კახა კალაძე 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ ყოფილი შს მინისტრის განთავისუფლებას ეხმიანება და როგორც აფასებს, ის “დროსა და სივრცეშია” დაკარგული.
“ვანო მერაბიშვილის განცხადებებიდან აშკარაა, რომ ის დროსა და სივრცეშია დაკარგული. მეტი ვანო ოპოზიციას”, – აცხადებს კალაძე.
ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დილით დატოვა. ის 2013 წლის მაისში დააკავეს.
მერაბიშვილმა მედიასთან პორველი კომენტარიც გააკეთა.