aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სტრასბურგის გადაწყვეტილებით, მერაბიშვილი უკანონო პატიმარი იყო აქამდე,“ – ვაშაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე  ვანო მერაბიშვილის ციხიდან განთავისუფლებას ეხმიანება და აცხადებს, რომ „სტრასბურგის გადაწყვეტილებით, ის უკანონო პატიმარი იყო აქამდე“.

მისი თქმით, მერაბიშვილს კარგი გზავნილი ჰქონდა ოპოზიციის ერთობასთან დაკავშირებით და ეს არ იყო რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან მიმართებაში.

“მე მივესალმები ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ციხიდან. სტრასბურგის გადაწყვეტილებით, ის უკანონო პატიმარი იყო აქამდე, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით.

ვფიქრობ ყველა ნაბიჯს ის გადადგამს იმისთვის, რომ ეს ერთობა არ დაირღვეს და პირიქით, ერთიანი ძალებით ქვეყანა დავაყენოთ ფეხზე. მერაბიშვილმა რომც არ მითხრას, მე გარანტიას გაძლევთ, ოქტომბრის არჩევნებში “ქართული ოცნება” დამარცხდება და ჩვენ დავიწყებთ სრულიად ახალი განვითარების ეტაპს. ეს ცალსახაა“, – აცხადებს ვაშაძე

ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დილით დატოვა. ის 2013 წლის მაისში დააკავეს.

იტვირთბა....