“რაც შეეხება პოლიტიკურ გეგმებს, მერაბიშვილი თვითონ იტყვის ბუნებრივია და თქვა კიდეც, რომ ახლო მომავალში ჩამოყალიბდება. მართალია ორივე მხარეს არის მისი სამეგობრო. ჩემთვის, პირადად, სადაც არ უნდა იყოს, ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება ჩვეულებრივად”.
თენგიზ გუნავა – “ევროპული საქართველოს” წევრი
მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დილით დატოვა. ის 2013 წლის მაისში დააკავეს.