“როცა აღარ მოეწონათ უგულავას აქტიურობა პოლიტიკაში, ციხეში შეაბრუნეს. მე მგონი მერაბიშვილზეც აბსოლუტურად იგივე სცენარი გათამაშდება – დაიტოვებენ რაიმე საქმეს, რომლითაც ნებისმიერ მომენტში შეაბრუნებენ მას ციხეში. ეს უკვე, ასე ვთქვათ, დაცდილი მეთოდია „ქართული ოცნების”
თორნიკე შარაშენიძე – ექსპერტი
აღნიშნული განცხადება შარაშენიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე ხვალ, 20 თებერვალს უნდა დატოვოს.