ქალაქ უხანში, სადაც კორონავირუსის ინფექცია მძვინვარებს, კიდევ ერთი ექიმი დაინფიცირდა ახალი ვირუსით. ამის შესახებ ინფორმაციას Beijing News ავრცელებს. ამ ეტაპზე ის მკურნალობას გადის. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, ერთი ექიმი უხანიდან, რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსით დაიღუპა.
დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით 2000-ზე მეტი ადამიანი დაღუპული და 80 ათასამდე ინფიცირებული.