“აჭარის” ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ბორდმა ახალი საშტატო განრიგი დაამტკიცა და საშტატო ერთეულების შემცირების საკითხს მხარი დაუჭირა.
ტელევიზიის დირექტორის ინიციატივას სამი მომხრე და ორი წინააღმდეგი ჰყავდა.
ცვლილება შეეხო ახალი ამბების სარედაქციო მიმართულებას, უფროსის მოადგილეს მაია მერკვილაძეს, შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს – ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს.
ტელევიზიის ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მიღებული გადაწყვეტილებით სარედაქციო პოლიტიკას საფრთხე ემუქრება.
„ახალმა დირექტორმა დაანგრია სარედაქციო დამოუკიდებლობა. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს იმ ადამიანის სახელები, ვინც ეს გააკეთა, მათ 21 საუკუნეში სარედაქციო დამოუკიდებლობა მოსპეს“,- აცხადებს ჟურნალისტი გია ქარცივაძე.
ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ ახალი დირექტორი ხელისუფლების დავალებას ასრულებს და სარედაქციო პოლიციკაში უხეშად ერევა.