ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე მექსიკელი ჯაშუში დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შტატების იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ექტორ ალეხანდრო ფუენტესი შტატებში რუსეთის მთავრობის სახელით მოქმედებდა.
ფუენტესი რუსეთმა 2019 წელს დაიქირავა და შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ფლორიდელი მაღალჩინოსნების შესახებ ინფორმაციის მოპოვება დაავალა.
სამართალდამცველებმა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი მაშინ დააკავეს, როდესაც ის შეერთებული შტატების ტერიტორიის დატოვებას და მექსიკაში წასვლას ცდილობდა