“ეს უკვე აღარ არის მორიგი კრიმინალური შემთხვევა, ეს ფემიციდის ტენდენციაა და ქალებზე” – „კურიერის“ ჟურნალისტმა ნათია ლაზაშვილმა საინფორმაციო გამოშვება ემოციურად დაიწყო. მან საზოგადოებას ფემიციდის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, სამტრედიაში მკვლელობა მოხდა. ქმარს ბრალად ედება, რომ ცოლს თავს დაესხა, რომელთანაც განქორწინება უნდა გაეფორმებინა.
“მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.