პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უსაფრთხოების საბჭოს მდივნად ვახტანგ გომელაური წარადგინა,
უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაინიშნა.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“მოგეხსენებათ, უშიშროების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანო,რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს და ფუნქციონირებდეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს. ეს გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური,”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა
გახარიას თქმით, გომელაური ამ ფუნქციას შს მინისტრის თანამდებობასთან შეთავსებით შეასრულებს.
შეგახსენებთ, უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობას ლევან იზორია იკავებდა, რომელმაც პოსტი რამდენიმე კვირის წინ დატოვა. ის გერმანიაში საქართველოს ელჩად ინიშნება.