ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კორონავირუსის გამო, ჩინეთის მოქალაქეებს რუსეთში შესვლა შეეზღუდებათ

20 თებერვლიდან, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის მოქალაქეებს რუსეთში შესვლა შეეზღუდებათ. ინფორმაციას ამის შესახებ, რუსული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ტურისტული, სასწავლო და პირადი მიზნებისთვის, ასევე დასაქმების მსურველ ჩინეთის მოქალაქეებს დროებით რუსეთში არ შეუშვებენ.

აღნიშნულ განკარგულებას ხელი რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა უკვე მოაწერა.

იტვირთბა....