„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირმა ნადირიაშვილი სასესიო დარბაზში ოპოზიციის შეჭრის ფაქტს გამოეხმაურა და განაცადა, რომ პარლამენტში რაც ხდება, ამას სწორედ საბჭოთა დროინდელი ჰიმნი გამოხატავს.
როგორც ნადირაშვილმა ტვ “პირველის“ ეთერში განაცხადა, ქვეყანაში უამრავი პოლიტპატიმარია, რაც არსებულ უსამართლობაზე მიუთითებს.
„მომწონს, როცა დარბაზში ჟღერს საქართველოს ჰიმნი, მაგრამ დღეს პარლამენტის დარბაზში იყო კომუნისტური პარტიის სხდომა და შესაბამისად, ყველაზე უფრო შესაფერისი იყო საბჭოთა კავშირის ჰიმნი.
როცა ქვეყანაში გვყავს პოლიტპატიმრები. ესაა უგულავა, რომელიც მოლაპარაკების მაგიდიდად პირდაპირ აიყვანეს და ციხეში ჩააგდეს. ასევე, დაკავებით ემუქრებიან ბევრს. ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები. მე და ხოშტარიამ გადავწყვიტეთ, გამოგვეხატა განწყობა, რომელიც იყო პარლამენტში. ერთადერთ რამეზე ვნერვიულობდი, ზოგიერთი დეპუტატი ფეხზე არ წამომდგარიყო, როცა საბჭოთა კავშირის ჰიმნი გაიგეს“,-აცხადებს ნადირაშვილი.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საკანონმდელო ორგანოს თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს, ოპოზიციის წევრები შეიჭრნენ და საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.