მთავარი ციტატა

„მტრის გარდა, არავინ იკადრებს ოკუპანტის ჰიმნის გაჟღერებას იქ, სადაც ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს”

„საქართველოს მტრის გარდა, არავინ იკადრებს ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნის გაჟღერებას პარლამენტის იმ დარბაზში, სადაც 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოეწერა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ეს არ არის პროტესტის ფორმა, ეს არის ჩვენი ისტორიის შეურაცხყოფა“

რატი იონათამიშვილი – პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე

ასე გამოეხმაურა იონათამიშვილი სოციალურ ქსელში, პარლამენტში ცოტა ხნის წინ მომხდარ ინციდენტს.

შეგახსენებთ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საკანონმდელო ორგანოს თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს, ოპოზიციის წევრები შეიჭრნენ და საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

იტვირთბა....