ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ის, რომ ოპოზიცია კანდიდატურას არ ეთანხმება, ნორმალურია და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი” – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტთან მიმდინარე პროტესტს ეხმიანება და როგორც აცხადებს, ნებისმიერი პროტესტი მიუთითებს, რომ საქართველოში არის დემოკრატია და ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა.

თალაკვაძის თქმით, “ის, რომ ოპოზიცია კანდიდატურას არ ეთანხმება, ნორმალურია და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი”

“ჩემი პატივისცემის მიუხედავად ოპოზიცის მიმართ, პასუხისმგებლობა გვაქვს არა მხოლოდ ოპოზიციის წინაშე, არამედ საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. ამიტომ, ჩვენ გვაქვს მოვალეობა, თანამდებობაზე დავამტკიცოთ პროკურორი და გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც ინსტიტუტებს და ჩვენს საზოგადოებას სჭირდება. ის, რომ ოპოზიცია კანდიდატურას არ ეთანხმება, ნორმალურია და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, რაც არის კანონით გათვალისწინებული პროცედურა”, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის გვერდით შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან, სადაც აქცია მიმდინარეობს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარდამჭერებთან ერთად “სირცხვილის კორიდორი” მოაწყვეს.

გენპროკურორად ირაკლი შოთაძის მეორედ დანიშვნას ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ბოიკოტს უცხადებს და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ. აქციაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებსა შორის დაპირისპირება მოხდა.

იტვირთბა....