ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილმა არჩევნებსა და სახის შენარჩუნებას შორის აირჩია არჩევნები, მაგრამ წააგებს” – ბობოხიძე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრი აკაკი ბობოხიძე “ფორმულას” ეთერში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ივანიშვილმა არჩევნების მოგება “სახის დაკარგვის ხარჯზე გადაწყვიტა”.

„დღეს ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მან პრაქტიკულად ჩამოიხსნა ნიღაბი დასავლეთთან. არ სჭირდება მას კეთილგანწყობა? ის თვლის, რომ თუ არჩევნებს წააგებს, არ სჭირდება არც პოლიტიკა და არც დასავლეთი. კინზინგერი იქნება კეთილგანწყობილი თუ ავადგანწყობილი, აღარ აინტერესებს. თუ ცივილურად მოიქცევა, ის არჩევნებს აგებს. მან არჩევნებსა და სახის შენარჩუნებას შორის აირჩია არჩევნები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოიგებს არჩევნებს. უბრალოდ ასეთ მძიმე მდგომარეობაშია ახლა. შემდეგ კი ფიქრობს, რომ სხვა გზა არ დარჩება დასავლეთს, საქართველო მნშვნელოვანი პარტნიორია და  მას ჰგონია, რომ ახლადარჩეულ ივანიშვილთან ურთიერთობების ნორმალიზებას  შეეცდება დასავლეთი.” – აცხადებს ბობოხიძე.

იტვირთბა....