aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოცნებაში საკადრო თვალსაზრისით, სერიოზული შიმშილია” – ეკა ბესელია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია “მთავარ არხზე” იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოსმენასთან დაკავშირებით, ინტერვიუში, “ქართული ოცნების” საკადრო პოლიტიკასაც შეეხო და განაცხადა, რომ პარტიაში ამ თვალსაზრისით სერიოზული შიმშილია.

“პრობლემა არის საკადრო თვალსაზრისით, სერიოზული შიმშილია. იყო ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ადამიანი, იყო ყველაზე მდიდარი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე და ერთი სერიოზული პოლიტიკური წონის მატარებელი პოლიტიკოსი აღარ დაგრჩეს პარლამენტში. არ არის ეს პრობლემა, პრობლემაა, მაგრამ ფაქტია.” – განაცხადა ბესელიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე კობახიძის წონაზე რა აზრის არის, ბესელია პასუხობს, რომ კობახიძეს წონა არ გააჩნია და ვიდრე ის ისწავლის კომუნიკაცია როგორ უნდა დაამყაროს ევროპელ პარტნიორებთან, ამ ხელისუფლების დროც დასრულდება.

“არ დაიკარგოს მისი წონა, რა კატეგორიაში გავიყვანო, უბრალოდ შკალას ვერ ვხვდები. ვიდრე კობახიძე სტრასბურგში გააგნებს ვისთან უნდა მივიდეს და მერე იმას ისწავლის კომუნიკაცია როგორ უნდა დაამყაროს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, პარლამენტის დროც ამოიწურება და ამ ხელისუფლების დროც დასრულდება. ასე, რომ ეს ყველაფერი მისი პასუხისმგებლობაა, მისი უვიცობის და იმ ყველაფერის კიდევ რაც სჭირს.” – აცხადებს ბესელია.

იტვირთბა....