“თქვენ ამბობთ, რომ მოსულა იმ სამსახურში მისვლა, იმ ადამიანისგან ხელფასის აღება ვისი საქმეც დახურული გაქვთ. კორუფცია რა არის, რას ფიქრობთ, მაინცდამაინც ადამიანმა ხელიდან ხელში პოლიციელს უნდა მიცეს ქრთამი, ეს არის გავლენით ვაჭრობა, თქვენ რაღაც გააკეთეთ მერე მიიღეთ. არაეთიკურია ბატონო ირაკლი, ათასი საქმე ვისზეც გაქვთ განხილული არცერთ შემოთავაზებაზე არ უნდა თქვათ თანხმობა, ეს არის ეთიკა პროკურორის.”
დამოუკიდებელი დეპუტატი – ლევან გოგიჩაიშვილი
“ციტატა”
აღნიშნული განცხადებით გოგიჩაიშვილი მიმართავს, გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ყოფილ გენპროკურორ ირაკლი შოთაძეს უსმენენ.