დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ირაკლი შოთაძე არის მისი საქმის პროფესიონალი და ღირსეული კანდიტატი.
ჯურნალისტების კითხვაზე, თუ რომელი საქმე გახსნა ირაკლი შოთაძემ გენპროკურორის პოსტზე ყოფნის პერიოდში, კალაძე აცხადებს, რომ ბევრი საქმეა, რომელიც შოთაძემ გახსნა და მედიის წარმომადგენლებს ამის გადამოწმება შეუძლიათ.
მისივე შეფასებით, 2018 წელს შოთაძის მიერ თანამდებობის დატოვება იყო ადამიანური და კაცური ნაბიჯი.
„შეგიძიათ მოიძიოთ მისი გახსნილი საქმეები. მინდა ვთქვა მნიშვნელოვანი რამ. მისი ნაბიჯი, მისი გადადგმული ნაბიჯი სარალიძის საქმის დროს. მისი ნაბიჯი იყო ადამიანური და კაცური, პოლიტიკას თავი რომ დავანებოთ. ის არის პროფესიონალი“,-განაცხადა კალაძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ. სხდომას ოპოზიციის ნაწილი არ ესწრება. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა ნიღბებით მივიდნენ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ამ ფორმით შოთაშის დაბრუნება გააპროტესტეს და მას ბიძინა ივანიშვილის მონა უწოდეს. ამასთან, მოსმენის ფონზე პარლამენტის გარეთ სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.
ი