ახალი ამბები მთავარი

ირაკლი შოთაძის მოსმენის დაწყებამდე დაპირისპირება მოხდა

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მოხმენა დაპირისპირების ფონზე იწყება.

იურიდიული საკითხის კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატები ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა ფლაერებით და პოლაკატებით მივიდნენ.

ხოშტარიას და ბოკუჩავას სურდათ, ფლაერები დეპუტატებისთვის დაერიგებინათ, თუმცა მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა ამის უფლება არ მისცსეს. ფლაერებზე არიან გამოსახული ის ადამიანები, რომლებიც ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით არიან პოლიტპატიმრები.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ასევე მიიტანეს პლაკატი, სადაც აწერია „მონა“. მათი განცხადებით, ირაკლი შოთაძე არის ბიძინა ივანიშვილის მონა და ყოველივე ამ პროცესს სპექტაკს უწოდებენ.

„დღეს გასაგებია, რომ ივანიშვილი შეძლებს ძალით, ხელების გადაგრეხვით ამ მონების დანიშვნას. გასაგებია, რომ ეს პარლამენტი ეკუთვნის ივანიშვილს, მაგრამ არცერთი ნომური აქტი არ დარჩება პროტესტის გარეშე“,-აცხადებს ელენე ხოშტარია.

სხდომას ოპოზიციის ნაწილი არ ესწრება.

საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად გენერალურ პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა 7 თებერვალს შეარჩია. ფარული კენჭისყრის შედეგად არჩეულ კანდიდატი საპროკურორო საბჭომ განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნა.  შოთაძის კანდიატურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხვალ წარსდგება, სადაც მას დეპუტატები ხმათა უმრავლესობით აირჩევენ.

 

 

 

 

იტვირთბა....