ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

(ვიდეო) “რას გვეთანამშრომლები მაშინ….” – დაპირისპირება ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი და “გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია “ტვ პირველის” ეთერში, ოპოზიციის მიერ 4 აპრილს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საუბრისას ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, არსებობს რევოლუციის საფრთხე და ამაზე არა მხოლოდ ის, არამედ სააკაშვილიც საუბრობს. მან ასევე დასვა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდება მაშინ, როდესაც თავისუფლებაზე გამოსული გაღიზიანებული მოქალაქეები მოითხოვენ რევოლუციას და რა პასუხი ექნება ამ შემთხვევაში ოპოზიციას.

ამას მოჰყვა დავით ბერძენიშვილის გაღიზიანება. აღნიშნულზე ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ არანაირი რევოლუციის საფრთხე არ არსებობს და სააკაშვილსაც უკვე დიდი ხანია ეს აღარ უხსენებია. რაც შეეხება გირჩს, მან მიმართა იაგო ხვიჩიას და უთხრა, რომ ასეთი განცხადებებით აზიანებს ოპოზიციას და ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.

 

იტვირთბა....