“მიუნხენის კონფერენციაზე, ამ მაღალი ტრიბუნიდან საქართველო რამდენჯერმე გაჟღერდა სწორედ იმ კონტექსტში, რომ ჩვენი დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა საფრთხეს უქმნის მთლიანად ევროპულ უსაფრთხოებას, უკრაინასთან ერთად. მე ამ თემაზე ასევე ძალიან აქტიური საუბარი მქონდა იმ პანელზე, რომელსაც ვესწრებოდი და რომელიც იყო შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ფოკუსირებული. ასევე, მაქსიმალურად იყო გამოყენებული ყველა ფორმატი, ყველა შეხვედრა ამისათვის.”
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი
“ციტატა”
აღნიშნული განცხადება ზალკალიანმა, მიუნხენის უსფრთხოების 56-ე კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის აქტიურად წარმოჩენასთან დაკავშირებით განაცხადა.