ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოცნების დამსახურებით აღარ ვართ დემოკრატიული ქვეყანა” – კორძაია

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი თამარ კორძაია,  “ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით “ფორმულას” ეთერში განცხადებას ავრცელებს.

„სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს – მართლმსაჯულება არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ ელოდება არჩევნებს. მაგრამ “ქართული ოცნების” დამსახურებით აღარ ვართ დემოკრატიული. იმაზე, რომ მართლმსაჯულება იმართება პოლიტიკურად, მეტყველებს ბევრი საქმე. აშშ-ის ელჩი ატარებდა პირველ მიღებას, მაგრამ ივანიშვილმა ჩაუშალა ეს შეხვედრა უგულავას დაკავებით. ამიტომ ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთი ახალგაზრდა ადამიანები ამხელა პასუხისმგებლობას იღებენ – კობახიძეს აქვს უნარი, თქვას რაღაც ისეთი, რასაც საზოგადოება აიტაცებს საქილიკოდ. მინდა მას შევახსენო – აბაზოვის საქმეზე სასამართლო ამართლებს ადამიანს, რომელმაც იმაზე ნაკლები საქმე არ ჩაიდინა, რითაც ახსენებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრა წელს. დღევანდელი მართლმსაჯულება ასეთ ადამიანს ამართლებს – ახსნა არის მარტივი – ივანიშვილის დაცვის წევრი იყო აბაზოვი. რაზე ვლაპარაკობთ – იმდენად ბევრი პრობლემა გვაქვს, ყველა პრობლემას თავისი ქვეპრობლემა აქვს. ბევრს ვსაუბრობთ მედიის თავისუფლებაზე – რა ხდება ამ დროს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში? ამის შედეგებს მალე მოვიმკით – კომისიამ შეითავსა სასამართლოს ფუნქცია”

იტვირთბა....