ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქართველების მასობრივი დეპორტაცია გერმანიიდან

გერმანიაში მცხოვრები ქართველები განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა გერმანიიდან ქართველების მასობრივი დეპორტაცია მიმდინარეობს და მათ აიძულებენ, ყოველგვარი ახსნა-გამარტების გარეშე დატოვონ ტერიტორია.

მათივე განცხადებით, დეპორტირებულთა შორის არიან საოპერაციოდ გამზადებული პაციენტები. როგორც ისინი ამბობენ, გერმანიაში ჩასულია 60-კაციანი ჯგუფი ვინც ახორციელებს აღნიშნულ ფაქტს.

ემიგრანტების თქმით, მასობრივი დეპორტაცია სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს უკავშირდება.

ერთ-ერთი დეპორტირებული ქართველი ამბობს, რომ თბილისიდან გაფრენილმა ლაინერმა ისინი უკან დააბრუნა.

“საქართველოში ექიმები იმედს ვერ გვაძლევდნენ, გერმანიაში ოპერაცია დააფინანსეს. ექიმი გვპირდებოდა, რომ 1 ოპერაციის შემდეგ ბავშვი ითამაშებდა და ირბენდა. დეპორტაციის გამო ბავშვს ოპერაცია ვერ გაუკეთდა” – აცხადებს ბავშის დედა.

იტვირთბა....