ბათუმში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და რიგითი ბათუმელები იმყოფებიან. ისინი სოლიდარობას უცხადებენ აჭარის ტელევიზიის თანამშორმლებს და აცხადებენ, რომ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა საფრთხეშია და ამ პროცესების უკან ხელისუფლება დგას.