გორის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან მოცურდა და განათების ბოძს დაეჯახა.
არსებული ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა ქალი. მამაკაცი კი, რომელიც მანქანას მართავდა, დაზიანებებით გორის სამედიცინო ცენტრში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 267-ე მუხლით დაიწყო.