ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოცნებას ახასიათებს, არასწორ დროს, არასწორ მოცემულობაში, კონტექსტიდან ამოვარდნილი გადაწყვეტილებების და ნაბიჯების გადადგმა” – ინაშვილი

“პატრიოტთა ალინასის” ლიდერი ირმა ინაშვილი, “ტვ პირველის” ეთერში ეხმაურება, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით.

როგორც ინაშვილი აცხადებს, მისთვის მიუღებელია აღნიშნულ საქმეში თადუმაძის მონაწილეობა.

“ქართულ ოცნებას ახასიათებს, არასწორ დროს, არასწორ მოცემულობაში, კონტექსტიდან ამოვარდნილი გადაწყვეტილებების და ნაბიჯების გადადგმა. არავითარ შემთხვევაში მართლმსაჯულების შედეგის დადგომას არ უნდა სჭირდებოდეს 7 და 8 წელი. როდესაც ეს შედეგი დგება მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის კრიზისული ვითარება, არის სულ სხვა კონტექსტი, სულ სხვა გამოწვევები, სულ სხვა ემოცია, სულ სხვა პოლიტიკური რეალობა და აი ამ ვითარებაში, როდესაც ეს ხდება და სამართლიანად ხდება, რადგან არავის არ გაუპროტესტებია თვითონ შინაარსი და არავის არ უთქვამს, რომ არ არის ჩადენილი დანაშაული და ა.შ. მაგრამ ჩემთის მისაღები არ არის თადუმაძის მონაწილეობა ამ საქმეში. ხელისუფლებამ, რომელსაც აქვს პოლიტიკური ნება, რომ წავიდეს იმ გზით, აღადგინოს სამართლიანობა და დასაჯოს დამნაშავეები, ძალიან ძლიერი და მყარი უნდა იყოს ამ საქმეების სამართლებრივ ნაწილში” – აცხადებს ინაშვილი.

იტვირთბა....