ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს პარტნიორებზე. იმიტომ რომ, მათ გონიათ, როგორც აქ ესენი იყიდებიან ივანიშვილის სასარგებლოდ, მსოფლიოც ასევე ფულზე გაიყიდება – ასე აფასებს ლობისტებში გადახდილ მილიონებს, პოლიტიკური მოძრაობის „ტრიბუნა“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.
„სასამართლოს დამოუკიდებლობა ქვეყანაში, სასამართლოს პოლიტიკური მიზნით გამოყენება , არაფორმალური მმართველობა, ეს ყველაფერი არ ჯდება იმ ნორმებში, რომელ ნორმებშიც თხოულობს “ოცნება”, რომ ლობისტურმა კომპანიებმა ჩასვას.
და რაც არ უნდა ფული გადაიხადონ, თუ ღირებულებებში აცდენაა, არაფერი გამოვა, რადგან დემოკრატიულ მსოფლიოს თავისი მკაცრად დადგენილი წესები აქვს.
მოკლედ, “ოცნებაც” და მანამდეც “ნაცებიც”, საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავდნენ ბიუჯეტიდან ამ ლობისტურ კომპანიებზე და იმიჯის გაუმჯობესებაზე. გარკვეულ ეტაპამდე ეს მუშაობდა კიდეც ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, მაგრამ დღეს რასაც ვუყურებთ, “ოცნების” ხელისუფლებამ, პროდასავლურობის და დემოკრატიის დეკლარირებასაც კი დაანება თავი. ანუ, როდესაც ქვეყნის შიგნით იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც უკვე ჩვენს პარტნიორებს უქმნის უხერხულობას, შედეგიც შეასაბამისი დადგა” – დავით ჭიჭინაძე.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების თაობაზე, გავლენიანი გამოცემა „ბლუმბერგი“ სტატიას აქვეყნებს, სადაც ბიძინა ივანიშვილს „ჩრდილოვან ბოსად“ მოიხსენიებს.