“თუკი თქვენ ოკუპანტს შემოიყვანთ, ქართულ სახელმწიფოებრიობას სერიოზული საფრთხე თუ დაემუქრება, თუკი ევროპარლამენტარები იტყვიან, რომ ქართულ სახელმწიფოში აღარ არის სამართალი, ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან ოსტატურად თუ თქვენ ეტყვით, რომ უნდა დატოვოთ ბატონო ქვეყანა, ასე გამოდის, რადგან თქვენ ნუ ერევით ჩვენს სუვერენიტეტში მარტო მილიონები გადმორიცხეთ, რომ ჩვენ შევჭამოთო, რა თქმა უნდა, ქართულ სახელმწიფოში მცხოვრებელ პატრიოტ ადამიანებს, რომლებმაც წლების განმვალობაში ძლივს მოიპოვეს ქართული დამოუკიდებლობა, მათ დარჩათ ერთადერთი კონსტიტუციური უფლება. დიახ, ჯანყის უფლება არსებობს. ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა, გინდ დამიჭირეთ, გინდა ნუ დამიჭერთ.”
„კანონი და სამართალის“ ლიდერი – თაკო ჩარკვიანი
“ციტატა”
აღნიშნული განცხადება ჩარკვიანმა “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.