ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართული საზოგადოება შეაფასებს, როგორ მოიქცა ნაცმოძრაობა სტრასბურგში, პასუხი იქნება მძიმე” – მათიკაშვილი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, სტრასბურგში რეზოლუციის ჩავარდნასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რათა საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯი დააზიანოს.

„არ დაუჭირო მხარი იმ რეზოლუციას, რომელიც ეკუთვნის შენს ხალხს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არის დანაშაული, თანაც ეს გააკეთო მხოლოდ იმის მერე, როცა მომხსენებლის მხრიდან შენს მიერ შეთავაზებული ნეგატიური ცვლილებები არ იქნება გაზიარებული. სწორედ ასეთ ფაქტს ჰქონდა დღეს ადგილი სტრასბურგში, ევროკავშირი-საქაართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტზე და ეს ახარებთ მათ, ვინც ჩვენი ქვეყნის მტრობა დაისახა მიზნად.

ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქვეყნის იმიჯი დააზიანოს, მაგრამ ჩვენ არ მივცემთ ამის საშუალებას. ამიტომ, გამოვთქვამ იმედს, კომიტეტის უახლოეს სხდომაზე განიხილავს აღნიშნულ საკითხს და საქართველოს მხარდამჭერი გადაწყვეტილების მიღებას ხელს ვერაფერი შეუშლის“, – წერს დავით მათიკაშვილი.

იტვირთბა....