ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ისეთ კონსულტაციებში, რომელიც ოპოზიციას თამაშგარეთ ტოვებს” – ჭიჭინაძე

მე არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ისეთ კონსულტაციებში, რომელიც ოპოზიციის თამაშგარეთ დატოვებას და ხელისუფლების თამაშსს გულისხმობს“ – ასე ეხმაურება პოლიტიკული მოძრაობის, “ტრიბუნა”, ლიდერი დავით ჭიჭინაძე, “ოცნების” ხელისუფლების მიერ დამოუკიდებებლი დეპუტატების კონსულტაციებზე მიწვევის ფაქტს.

„ქართული ოცნება ხვდება, რომ პრაქტიკულად ყველა ხიდი ჩატეხა ოპოზიციასთან, ვისთანაც სხვადასხვა ევროპელი დიპლომატების მეშვეობით საუბრობდა და ამიტომ ცდილობს დღეს მსგავსი კონსულტაციების ორგანიზებას. მაგრამ მე არ ვთვლი, რომ დამოუკიდებელი დეპუტატები უნდა გახდნენ ვიღაცის ან რაღაცის ჩამნაცვლებლები.

ეს ოცნების პრობლემაა. დეპუტატისთვის კი, დამაფიქრებელი და წყალგამყოფი უნდა გახდეს მათი გადაწყვეტილება.

ამას გარდა, ყოველთვის ვამბობდი, რომ ქართული ოცნება, დღეს, დაკომპლექტებულია ყოფილი ნაცებით, ამიტომ თუ რამეს ერთმანეთში ვერ იყოფენ, ვუსურვებდი ისევ ერთმანეთში მოგვარდნენ. ჩემი ადგილი კი, მათ მოლაპარაკებაში ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ, მათი გაფუჭებელი საქმე ჩემი გასასწორებელი არ არის“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

 

იტვირთბა....