მთავარი ციტატა

“უგულავას საქმეზე მისიის გამოგზავნა ოცნების ტრიუკია”

“უგულავას საქმეზე მისიის გამოგზავნა „ქართული ოცნების“ „ტრიუკია“, რომლითაც ცდილობენ, მოატყუონ ევროპარლამენტარები და კონგრესმენები. „ქართულ ოცნებას“ სურს, კიდევ ერთხელ ჩააქროს ცეცხლი და ისეთივე ტყუილით გაძვრეს ფონს, როგორც წინა კვირაში, როცა მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე არწმუნებდნენ კონგრესმენებს, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა არ იქნებოდა, დიალოგი მიმდინარეობდა და ამის პარალელურად დაიჭირეს გიგი უგულავა”

დავით ბაქრაძე – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს შესთავაზა, თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს.

აღნიშნულის თაობაზე „ტვიტერში“, სტრასბურგში მყოფმა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაწერა.

მოგვიანებით, „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ გიგი უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოში ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელ პარლამენტართაგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისია გაიგზავნოს.

იტვირთბა....