“გიგი უგულავას საქმის შემსწავლელ მისიას მასალებზე სრული ხელმისაწვდომობა ექნება. როგორც პარლამენტი, მეც, პარლამენტის თავმჯდომარე მოველი, რომ ბატონ უგულავას მაქსიმალური ყურადღება მიექცევა სასჯელაღსრულების სისტემაში და მას ექნება შესაძლებლობა, ყველა იმ უფლებით ისარგებლოს, რითაც მოქალაქეები სარგებლობენ, რაც არის გარანტირებული კანონმდებლობით”
არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
“I არხი”
შეგახსენებთ, 2 დღის წინ უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ სცნო და მას სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.