ახალი ამბები მერია მთავარი

სტურუას ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება

სამგორის რაიონის გამგეობა სტურუას ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. ლილოს დასახლებაში მდებარე ცენტრალურ ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა 14 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი. ცენტრალურ გზასთან ერთად, მოწესრიგდება ის მიმდებარე ეზოები, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა.

სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ შოთა ხაბარელთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა.

ამ ეტაპზე, ქუჩის ნაწილზე ასფალტის პირველი ფენა უკვე დაგებულია. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, განთავსდება შესაბამისი ნიშნები და ჩატარდება საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები.

პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 750 000 ლარია, აპრილის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებს სამგორის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „სკინჩი“ ახორციელებს.

საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, სტურუას ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა, სრულად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა და რეაბილიტირდა წყალარინების ქსელი.

იტვირთბა....