ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ მარიანა ჩოლოიანი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმის პროცესი მიმდინარეობდა, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანი პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

ბრალდებული დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია, რადგან მისი ადვოკატის გაგი მოსიაშვილის თქმით ჩოლოიანს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობდა ხელს.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა,17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გადაცდომა იკვეთება.

 

იტვირთბა....