„შეიძლება, ზოგიერთი პოლიტიკოსი ფიქრობდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებს მოლაპარაკებები აწყობდათ, თუმცა შეთავაზება 130/20 უსაფუძვლო და შეუსაბამოა ვენეციის კომისიის დასკვნებთან, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ რეგიონების უსამართლო გადანაწილება არ უნდა მოხდეს და პროპორციულობა დავიცვათ. დამატებითი ეჭვი ჩნდება, რომ სანამ წინ გიგი უგულავას თემა წამოვიდოდა, განზრახვა იყო, ეს მოლაპარაკებები არ შემდგარიყო. ხელისუფლებას მოლაპარაკებები აწყობს. ოპოზიციამ კი დაასკვნა, რომ არჩევნების გზით პერსპექტივა არ გააჩნია“
გიორგი ვოლსკი – პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი
აღნიშნული განცხადება ვოლსკიმ ჟურნალისტებთან გააკეთა.
შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ სცნო და მას სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აღნიშნულის შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ საარჩევნო სისტემის საკითხზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს აღარ გამართავენ.