სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაცით, „ბეემვეს“ მარკის მსუბუქი ავტომობილი შენობას შეეჯახა. მანქანის მძღოლი შეჯახების შედეგად ადგილზე დაიღუპა.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.