დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია “ტვ პირველის” ეთერში, გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს გამამტყუნებელმა განაჩენმა უგულავას მიმართ, ზიანი მიაყენა სასამართლოს რეპუტაციას.
“იმ გადაწყვეტილების შემდეგ რაც გაცხადდა, სულ ვფიქრობ, რატომ შეიძლებოდა ასეთი მძიმე რეპუტაციული ზიანი მიეყენებინა კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე და უკვე მერამდენედ, როგორც საკუთარი თავისთვის ბიძინა ივანიშვილს, ისევე უდიდესი ზიანი სასამართლოსთვის რეპუტაციულად. იმ სასამართლოსთვის, რომელისთვისაც ერთი წელი გაშმაგებული იბრძოლა, უვადოთ მოსამართლეების არჩევაზე, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე დრამატული, რამაც დაშალა საკონსტიტუციო უმრავლესობა და ლამის დაშალა პარლამენტი. ეს იყო ამ ტიპის გადაწყვეტილებებისთვის.” – აცხადებს ბესელია.
შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.