ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თქვენ სამარცხვინო ნაძირლებო.. დავიღალეთ უკვე ყველა” – გვარამია “ქართულ ოცნებას”

“დღეს ჩამოუყალიბებლობა არა თუ სირცხვილი, არამედ სამშობლოს ღალატია” – განაცხადა, “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან. აღნიშნული განცხადებით გვარამია ეხმაურება, უზენაესი სასამართლოს მიერ, უგულავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

“დღეს ჩამოუყალიბებლობა, დღეს “ქართული ოცნების” მომხრეობა, არა თუ სირცხვილია, არამედ არის სამშობლოს ღალატი და არის რუსეთის მონობა. ფურთხის ღირსი ხართ ყველანი ვინც რუსეთის მონები ხართ და დავიღალეთ უკვე ყველანი, დავიღალეთ იმით, რომ ადამიანებს ორ-ორჯერ ასამართლებენ ერთი ქმედებისთვის. თქვენ სამარცხვინო ნაძირლებო, დავიღალეთ უკვე ყველა და თქვენი “გაპრავებების” მოსმენითაც დავიღალეთ. დედა აგიფეთქდებათ ყველას პირობას გაძლევთ. გიგი უგულავა არის ბოლო პატიმარი რეალურად ამ რეჟიმის.” – აცხადებს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....