„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე, უზენაესი სასამართლოს მიერ, უგულავას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ეხმაურება.
დეკანოიძის განცხადებით, მსგავსი შემთხვევა რუსეთშიც არ ყოფილა.
„როდესაც საქართველოს დელეგაცია, ხელისუფლება, ვგულისხმობ არჩილ თალაკვაძეს და დავით ზალკალიანს, იმყოფებოდნენ ვაშინგტონში, პირდაპირ უთხრეს, რომ ქართული მართლმსაჯულება აჩენს ძალიან ბევრ კითხვას, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია კანონის უზენაესობა, რომელიც პრაქტიკულად არ გვაქვს და დღეს დადასტურდა, როგორია პოლიტიკური მართლმსაჯულება, რომელიც ჩამოყალიბდა ყველაზე უფრო მახინჯ სისტემად. ამიტომ, ეს ყველაფერი იქ დაუდასტურეს, შემდეგ ჩამოვიდნენ და ამ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას მიიღეს ესეთი გადაწყვეტილება, რომ აღსრულდეს მეორედ ვითომ კანონი გიგის წინააღმდეგ. ეს არის წარმოუდგენელი, მსგავსი შემთხვევა რუსეთშიც არ ყოფილა. მართლა კადიროვიზაცია მიდის ჩვეულებრივი. ეს ყველაფერი არის აბსურდი, მაგრამ ყველაზე მეტად რაც აშინებს ივანიშვილს, ეს არის ერთიანობა, რისიც ეშინია და ფიქრობს, რომ ბოლო ფაზაა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.