გიგი უგულავას ადვოკატი, ბექა ბასიალაია ჟურნალისტებთან განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მას სასამართლოს განჩინება გადაეცა.
მისი თქმით, არანაირი დასაბუთება წარმოდგენილი არ აქვთ და ფარატინა ფურცლებით უშვებენ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ციხეში.
,,როგორც ვიზუალურად არის ეს ფარატინა ქაღალდები შინაარსობრივადაც ასეა, სირცხვილია. რომ ეს არის საქართველოს სახელით გამოტანილი გადაწყვეტილება. ბიძინა ივანიშვილის ჯამბაზები გაბინაშვილი, თადუმაძე და შავლიაშვილი ფაქტიურად არიან ერთ აზრზე. ასევე ჩაგვბარდა გადაწყვეტილება თადუმაძის არ აცილების შესახებ. ძალიან კომიკურია, გაბინაშვილი შავლიაშვილი და თადუმაძე ჩემგან ითხოვდნენ იმის მტკიცებას, როგორ აქვს თადუმაძეს, როგორც გენერალურ პროკურორს ამ საქმეში მონაწილეობა მიღებულიო. თურმე, ამის მტკიცებები მე უნდა წარმედგინა მაშინ, როდესაც ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის ნათელია, რომ შეუძლებელია, თადუმაძესთან არ ყოფილიყო შეთანხმებული უზენაეს სასამართლოში ამ საქმის გასაჩივრება.
არანაირი დასაბუთება წარმოდგენილი არ აქვთ, ფარატინა ფურცლებით უშვებენ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ციხეში. წერია უბრალოდ სასჯელები და მეტი არაფერი, ეს არის უხეში ძალის დემონსტრირება არანაირი სამართლებრივი ლოგიკა, არანაირი ლოგიკური არგუმენტაცია ეს არის უხეში ძალა. შსს-ს თანამშრომლები მოახდენენ გიგის გადაყვანას პენინტენციურ დაწესებულებაში და ეს ალბათ უახლოესი რამდენიმე საათის მანძილზე განხორციელდება,” – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.