ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე, ვინც არ უნდა ჩასვათ ციხეში” – ვაშაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, უგულავას 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით ეხმაურება და აცხადებს, რომ უგულავას ციხეში ჩასმა ოპოზიციისთვის სტიმული უნდა იყოს, რომ ერთ მაგიდასთან დასხდნენ და მოქმედების ერთიანი გეგმა შეიმუშავონ.

„მაშინ, როდესაც ოპოზიცია აქ შეკრებილი იყო და იმაზე მსჯელობდა, რა პრინციპი შეიძლება დაედოს საფუძვლად კომპრომისს, რომელიც შეიძლება ფასილიტატორებმა შემოგვთავაზონ, კიდევ ერთხელ გვითხრა ოლიგარქიულმა მთავრობამ, რომ „ფეხებზე გვკიდია“ ოპოზიციაც, საქართველოს მოქალაქეც, პროპორციული თუ არაპროპორციული არჩევნები, ჩემი ხელი არის მთავარი, რასაც მინდა იმას გავაკეთებ. ამიტომ თეზისურად გეტყვით, პირველივე რაუნდიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამ დიალოგის მიმართ. ვიცოდი, რომ ამით დამთავრდებოდა. მეორე – ვინც არ უნდა ჩასვან ციხეში, რა რაოდენობითაც არ უნდა ჩაგვსვან, ამ ტალღის გაჩერება შეუძლებელია. მესამე – გიგი რომ ციხეში წავა, კიდევ ერთი სტიმული იქნება იმისთვის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მაგიდასთან დაჯდეს, შეთანხმდნენ ერთობლივ მოქმედებაზე, არ დაუყენონ ერთმანეთს კანდიდატები და ვინც ამას გააკეთებს, ოლიგარქიული რეჟიმის ნაწილი იქნება. აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე, ვინც არ უნდა ჩასვათ ციხეში“, -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....