ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ერთი რამ მინდა ვუთხრა მათ, წელს თქვენი აღსასრულის წელია, დაგამთავრებთ” – ვაშაძე “ოცნებას”

„ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე, უგულავას 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთას ეხმაურება და “ქართული ოცნების” წევრებს მოუწოდებს დატოვონ თანამდებობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისგება მათაც მოუწევთ.

„ეს ნაბიჯი არის მშიშარა კაცის და სასამართლოს და პროკურატურის ზურგს უკან ამოფარებული ქოცბანდიტების გადაწყვეტილება. მივმართავ მათ, თქვენ გეშინოდეთ, არც ერთი ნაბიჯი უკან, მხოლოდ და მხოლოდ ძალიან აგრესიულ და მწვავე შეტევაზე გადავალთ. მგონი, დადგა დრო საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს ერთი რამ, ეს ადამიანები აპირებენ ჩვენს, ქართველი ხალხის ხარჯზე მიისაკუთრონ ეს სახელმწიფო, გადაგვხვეწონ ჩვენ აქედან, ჩაგვსვან ციხეში და ა.შ. ღირსებას ქართველ ხალხს ვერ წაართმევს ვერც ერთ შემთხვევაში ვერც ივანიშვილი და ვერც ქოცბანდიტები, რომლებიც ახლა შეიძლება ხარობდნენ.

გიგი უგულავა არის ღირსეული ადამიანი, რომელიც ღირსეულად შეხვდება ამას და ჩვენ ყველანი ვდგავართ მის გვერდით. ერთი რამ მინდა ვუთხრა მათ, წელს თქვენი აღსასრულის წელია, დაგამთავრებთ, რაც არ უნდა ძალა გამოიყენოთ ჩვენს წინააღმდეგ იმიტომ, რომ ჩვენსკენ არის სიმართლე, თქვენსკენ კი არის ტყუილი. სკამებს გამოკიდებულო ქოცებო, ვინც კიდევ შერჩით ბიძინა ივანიშვილის გარშემო, დატოვეთ თანამდებობები იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ხართ თანამონაწილე იმ აღვირახსნილი უკანონობის, რაც ახლა ხდება.

ყველა თქვენი დარტყმა ჩვენ გვაძლიერებს და უფრო და უფრო მეტნი ვიქნებით. გეშინოდეთ დღეც და ღამეც იმის, რასაც ჩვენ პასუხად აუცილებად დაგიბრუნებთ. კანონს ვერ დაგვარღვევინებთ ამაზე რომ არ გამოგვეკიდოთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ვიქნებით ძალიან პრინციპულები, მშვიდობიანები და ქვეყნის აღმშენებლობას წინ ვერ გადაეღობებით. თქვენ გინდათ, რომ ეს ქვეყანა გადაიფორმოთ, დაამონოთ და დააჩოქოთ ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი ღირსეულია და არ დაიმონებს, არ დაიჩოქებს. დაგამთავრებთ სადაც ხართ! თქვენ მოგიწევთ ციხეში ჩასმა იმ უკანონობისთვის, რასაც აკეთებთ ქვეყანაში. ეს დამარცხება აუცილებლად არჩევნების გზით იქნება, მაგრამ არჩევნებამდე იქნება ძალიან ბევრი ნაბიჯი. არც ერთი ხმა ქოცხროვას! – ეს იქნება კამპანია. დაგამთავრებთ აუცილებლად, ღირსებას თქვენ არ ჩაგაბარებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....