ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ის რაც დღეს მოხდა ხელისუფლების მხრიდან იყო სამარცხვინო ანტირეკორდი” – ბაქრაძე

“ამ პარტიის მომავალთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშნები არ არის, პარტია აგრძელებს ბრძოლად და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ კიდევ უფრო მტკიცედ. მაგრამ კითხვის ნიშნებია “ქართული ოცნების” მომავალთან და ზოგადად ამ ქვეყნის მომავალთან დაკავაშირებით. სად ვცხოვრობთ, იმიტომ, რომ ის რაც დღეს მოხდა იყო მორიგი სამარცხვინო ანტირეკორდი ხელისუფლების მხრიდან. ადამიანი დააკავეს ისე, რომ მას არ მიცეს ადვოკატის უფლება.”

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი – დავით ბაქრაძე

“ციტატა”

აღნიშნული განცხადებით ბაქრაძე, ჟურნალისტებთან, გიგი უგულავას პატიმრობას ეხმაურება.

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....